მეთოდი

ადამიანის უფლებების პატივისცემა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია საზოგადოების ფუნქციონირებისათვის და  ცნობიერების ამაღლება ლოკალურ დონეზე უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების სწავლების განვითარებისთვის. უნიტასის ფონდი, თავის პარტნიორებთან ერთად, მოდელირებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (MICC) პროგრამის მეშვეობით,  მნიშვნელოვან განათლებას უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების შესახებ, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მიერ ადამიანის უფლებების ისტორიული საკითხების სამართლებრივ ჭრილში განხილვას. ეს ხდება რამდენიმე დღიანი MICC ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამებისა და ასევე MICC ლოკალური კურსების მეშვეობით.

 

ჩვენ ასევე ვატარებთ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, რათა მათ გადაიღონ ეს მეთოდი, როგორც აუდიტორიაში, ისევე აუდიტორიის გარეთ ჩასატარებლად. ეს ღონისძიებები ხორციელდება როგორც ესტონეთში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ესტონურ, ინგლისურ და რუსულ, ხოლო როდესაც MICC ქსელი გაფართოვდება, ასევე სხვა ენებზეც.

 

MICC წარმოადგენს აქტიური შესწავლის მეთოდს, რომელიც კრეისაუს ინიციატივის მიერ არის შემუშავებული და რომელიც ირჩევს წამყვან სასამართლო საქმეებს თანამედროვე მსოფლიოში არსებული ყველაზე საზარელი კონფლიქტებიდან და მათ საერთაშორისო სისხლის სამართლის, კერძოდ რომის სტატუტის ჭრილში განიხილავს.

 

მოდელირების განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, როგორც პროკურორებმა, ადვოკატებმა და მოსამართლეებმა გამოიკვლიონ რეალურ ცხოვრებაში  მომხდარი შემთხვევები.

 

მთავარი ყურადღება მიმართულია ისტორიული სასამართლო საქმის საბოლოო მოხსენებაზე, რომელიც განხილულ იქნა საერთაშორისო ტრიბუნალების წინაშე, როგორებიცაა ნურემბერგის ტრიბუნალი, ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი (ICTY), რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი (ICTR) და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო (ECHR).

 

MICC მეთოდი შემუშავებულია იმისათვის, რომ ცნობიერება აამაღლოს ადამიანის უფლებათა და წარსულში მის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი დარღვევების შესახებ. ასევე, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და იმ გზების შესახებ, რომელთა მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოება მძიმე დანაშაულებებს უმკლავდება.

 

აქდეან გამომდინარე MICC ხელს უწყობს კანონის უზენაესობას და ახალისებს სამოქალაქო აქტივიზმს. კოლექტიური სწავლებისა და მოდელირებული სასამართლო პროცესების საშუალებით, ის მონაწილეებს უვითარებს კრიტიკუკი აზროვნების, ენის, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის უნარებს.

უნიტასის ფონდი იღწვის იმისათვის, რომ ეს მეთოდი ახალგაზრდებამდე  ‘MICC სკოლებში’ პროექტის მეშვეობით მიიტანოს და იგი ჩართულია ხუთი სრულ დღიანი ახალგაზრდული MICC გაცვლითი პროგრამის ორგანიზებაში.